“ასეთ მდგომარეობაში დამხვდა დილით მანქანა,” – ამ სათაურით ფოტოს სოციალური ქსელის მომხმარებელი ელდარ პირმისაშვილი საკუთარ “ფეისბუქ გვერდზე” აქვეყნებს.
პირმისაშვილის პოსტს, მის “ფეისბუქ-გვერდზე” გამოხმაურება მოჰყვა. როგორც ელდარი კომენტარებში წერს: “მეგობრებო, ყველაფერი კარგად არის, შუშა გამიტეხეს და ეგ არის!”
ელდარ პირმისაშვილი “ფორტუნასთან”საუბარში აცხადებს, რომ მანქანიდან ხურდა ფული არის წაღებული.
“მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს და მიმდინარეობს გამოძიება,” – განაცხადა ელდარ პირმისაშვილმა.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=10156517041953853&set=a.102608813852&type=3
შეგახსენებთ, მანქანის შუშუების ჩამსხვრევის ეს პირველი მცდელობა არაა. 18 მარტს სოცილაურ ქსელში მარიამ სიჭინავამაც განათავსა მსგავსი ფოტოები.
რადიო “ფორტუნა” მარიამ სიჭინავას დაუკავშირდა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევა არ არის.
“პოლიციისთვის არ მიმიმართავს. წინა რამდენიმე შემთხვევა ისე დასრულდა, რომ მივხვდი უბრალოდ დროს და ნერვებს წამართმევდნენ. მოვიძიე ახლომახლო კამერები და სამწუხაროდ, არ არის არსად”, – აღნიშნა რადიო “ფორტუნასთან” მარიამ სიჭინავამ.
https://www.facebook.com/mariamsitchinava/posts/10218321476338128