LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი ბექა არ მახსოვს… გაყიდულად ვგრძნობ თავს – სუბელიანის კრიტიკას წიქარიშვილი პასუხობს

272

„ასეთი ბექა არ მახსოვს. დაიხია ხალხის, ჩვენი სახელით შესულმა ჯგუფმა უკან, გაყიდულად ვგრძნობ თავს,“ – ეს განცხადება ბექა წიქარიშვილის მიერ აქციის დაშლის შესახებ მოწოდებისთანავე „თეთრი ხმაურის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, დავით სუბელიანმა გააკეთა.

საკუთარი პოზიცია მან სოციალურ ქსელში დააფიქსირა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერი ბექა წიქარიშვილი ორგანიზაციის აქტივისტის, დავით სუბელიანის განცხადებას გამოეხმაურა. ბექა წიქარიშვილი ამბობს, რომ დავით სუბელიანის განცხადება იყო კომუნიკაციის პრობლემა და იმ შემთხვევაში, თუ დაპირებები მინისტრის მხრიდან არ შესრულდება, აქციები გაგრძელდება.

ჩვენ წინასწარ დავაანონსეთ შაბათის აქცია. იმ შემთხვევაში, თუ კი მოლაპარაკებები წარიმართება ისე, რომ ვერ ვნახავთ ხელშესახებ შედეგებს და ეს იქნება უბრალო დაპირებები, რასაც ეს პერიოდი ვხედავთ, ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს და მინდა, ეს გზავნილი საზოგადოებამ და ჩვენმა მხარდამჭერებმაც გაიგონ. ჯერ არაფერი მოგვიგია. ეს არის მხოლოდ დაპირება და ჩვენი წინაპირობა არის ის, რომ ეს დაპირება თუ არ შესრულდა, ჩვენ ისევ გადავინაცვლებთ საპროტესტო რეჟიმში,“ განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.

 

magti 5g