LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი ცუდი და მძიმე ვითარება საქართველოს არ ჰქონია კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე: ივანე ჩხაიძე

349
d1f96289-eb88-4db4-b4ed-2e1d04a0eaf3-640

“აგვისტოს ზეგავლენა მართლაც კატასტროფულია”,- ამ სიტყვებით შეაფასა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ. ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ასეთი ცუდი და მძიმე ვითარება საქართველოს არ ჰქონია კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე.

„როდესაც ვსაუბრობთ დელტა ვარიანტზე, ორი განსაკუთრებული თვისება უნდა აღვნიშნოთ, უფრო მეტი გადამდებობა და მძიმე მიმდინარეობა.

ეს განაპირობებს სხვა მუტაციებთან შედარებით სტაციონარებში მიმართვიანობის მეტ სიხშირეს. დისტანცირება, ხელების ხშირად დაბანა, თავყრილობების კატეგორიული აკრძალვა.

თუ ბევრი ადამიანი მივა ვაქცინაციის კაბინეტებში სექტემბერი გაცილებით ნაკლებად მძიმე იქნება. აგვისტოს ზეგავლენა მართლაც კატასტროფულია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემების თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 2354 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 60 ადამიანი გარდაიცვალა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g