LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი განცხადებები ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობას – უკრაინა უფრო მომთხოვნია საქართველოს მიმართ: ვახტანგ ძაბირაძე არესტოვიჩის განცხადებაზე

128
ვახტანგ ძაბირაძე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში, თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ყოველთვის იყავით უკრაინის მეგობარი, მაგრამ თქვენს პოლიტიკას და განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმიანება და აცხადებს, რომ „ასეთი განცხადებები ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობას“. ძაბირაძის თქმით, უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს შორის პრობლემა არსებობს და ფიქრობდა, რომ ამას საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი მოაგვარებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

არესტოვიჩი: საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს შეაფასებს ქართველი ხალხი არჩევნებზე, ეს არის ჩემი ცეცხლოვანი მოკითხვა

ქადაგიშვილი: არესტოვიჩის ბედს უკრაინელი ხალხის გადაწყვეტს

როგორც ძაბირაძე განმარტავს, მას არ მოსწონს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები, რასაც უკრაინასთან დაკავშირებით აკეთებენ, თუმცა პოლიტოლოგი იმასაც აღნიშნავს, რომ უკრაინა საქართველოს მიმართ „უფრო მომთხოვნია“ და „საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საწინააღმდეგოდ არ მოქმედებს“.

დარჩიაშვილი არესტოვიჩის განცხადებაზე – გაუგებარი განცხადებები ზიანს აყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს

„პრობლემა არსებობს. დიდი იმედი მქონდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის შემდეგ ვითარება მეტ-ნაკლებად დარეგულირდებოდა მაგრამ, ეს ასე არ არის. უკრაინა ისევ და ისევ უფრო მომთხოვნია საქართველოს მიმართ. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობებს.

ჩვენი ხელისუფლების განცხადებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს ვიდრე, ზოგადად უკრაინის. სამწუხარო განცხადებებია და მე, რა თქმა უნდა არ ვარ კმაყოფილი იმ პოლიტიკით, რასაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს, მაგრამ ჯერჯერობით არანაირად არ ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ამის ფაქტები რეალურად არ არსებობს. 

გავიგეთ, რომ უკრაინას უჭირს, გასაგებია მაგრამ უკრაინამ ალბათ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ შეიძლება უფრო მკაცრი ვიყოთ განცხადებებში, მაგრამ იმის იქით ჩვენ მეტს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

magti 5g