პოპულარული ამერიკელი რესტლერი, ტელეწამყვანი და მსახიობი ჯონ სინა მელბურნის ქუჩებში, უჩვეულო ფორმაში გადაიღეს. 45 წლის ვარსკვლავს მოკლე, კუბოკრული ქვედაბოლო ეცვა, მის „ლუქს“ კი კოლჰოტი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ასრულებდა.
გვინდა დაგამშვიდოთ, ყოფილ სპორტსმენს კომედიური ჟანრის ფილმში Ricky Stanicky იღებენ. ის სწორედ როლისთვის გარდაისახა.
ფილმის სიუჟეტი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა მას ფილმების „ჩლუნგი და ჩლუნგზე უფრო ჩლუნგი“, „ყველა მერიზე გიჟდება“ და „მე, კვლავ მე და ირენი“რეჟისორი, პიტერ ფარელი იღებს.
ჯონ სინა სილვესტერ სტალონეს შეცვლის
ჯონ სინა ცნობილი თამაშის მთავარ პერსონაჟს განასახიერებს
ჯონ სინამ მეგობარ გოგოს ხელი რინგზე სთხოვა (ვიდეო)