პოპულარული ამერიკელი რესტლერი, მსახიობი და ტელეწამყვანი ჯონ სინა მთავარ როლს შეასრულებს ცნობილი ვიდეოთამაშის, „დიუკ ნიუკემის“ ეკრანიზაციაში. პროექტზე კინოსტუდია Paramount იმუშავებს.
ფილმს ჯერ არ ჰყავს რეჟისორი და სცენარისტი, თუმცა სტუდია Platinum Dunes, რომელიც გადაღებით დაკავდება, ამ პრობლემას უახლოეს მომავალში მოაგვარებს.
შეგახსენებთ, რომ თამაშის მთავარი პერსონაჟი – უცხოპლანეტელებზე მონადირე მამაკაცია, რომელიც არაჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემებით, იუმორის გრძნობითა და არაპოლიტკორექტულობით გამოირჩევა. ნიუკემის საფირმო ნიშანი იარაღი Colt 1911 და მზისგან დამცავი სათვალე Ray-Ban Predator-ია.
თამაშის უკანასკნელი ვერსია 2011 წელს გამოვიდა.