LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ სინამ მეგობარ გოგოს ხელი რინგზე სთხოვა (ვიდეო)

62

ამერიკელმა რესტლერმა და მსახიობმა, ჯონ სინამ მეგობარ გოგოს ხელი უჩვეულო გარემოში სთხოვა. კვირას, „რესტლმანია 33“-ის შეჯიბრის დროს, როდესაც სინა რინგზე თავის რჩეულთან ერთად იმყოფებოდა, ის მოულოდნელად დაიხარა და ცოლობა შესთავაზა.

„კოცნით დადასტურებულია, ჯონ სინა და ნიკი ბელა დაქორწინებიან!“ – დაწერეს რესტლმანიის „ტვიტერის“ ოფიციალურ არხზე.


შეგახსენებთ, რომ წყვილი დაახლოებით ხუთი წელია ერთად ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები