14 აპრილს თბილისში ორი არასრულწლოვანი, ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე, გაუჩინარდა. ორივე მოზარდი 31-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.
ამ დროისთვის მათი ძებნის ოპერაციაში პოლიციაა ჩართული.
როგორც „ფორტუნასთან“ თეკლა ხომასურიძის დედამ, თათა ხომასურიძემ განაცხადა, მისი შვილი მანამდე არასდროს გაქცეულა სახლიდან. მისივე თქმით, მოზარდებს მობილური ტელეფონები არ ჰქონდათ.
„ვერ ვხვდები, რა შეიძლება მომხდარიყო. ასეთი რამ არასდროს გაუკეთებია. ბარბარემ გუშინ მასწავლებლის ტელეფონით დამირეკა და მითხრა, რომ თეატრალური წრეზე უნდა დარჩენილიყვნენ და შემდეგ ერთად წამოვიდოდნენ. თქვა, ძალიან მიყვარს თქვენი შვილი და ზაფხულში ვეღარ ვნახავო. ამის შემდეგ ისინი სკოლის ეზოს გარეთ აღარავის უნახავს. ბარბარე მეექვსე კლასელია, თეკლა მეშვიდე კლასში სწავლობს. ვიმედოვნებთ, რომ პოლიცია კამერების ჩანაწერებს ამოიღებს და მათი გადაადგილების მარშრუტი დაზუსტდება,“ – განაცხადა თათა ხომასურიძემ რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში.
„ვერ ვხვდები, რა შეიძლება მომხდარიყო, სკოლიდან სახლში არ დაბრუნებულა“ – ოჯახის წევრები დაკარგულ მოზარდს ეძებენ
ბარბარე 31-ე სკოლაში სწავლობს.
ბარბარესა და თეკლას ნახვის შემთხვევაში დაუკავშირდით გოგონების დედებს ნომრებზე: 577 16 00 80; 593737492