LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასეთი უპასუხისმგებლო აქციები ორგანიზებულია უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან და არის სუფთად პოლიტიზებული – ლევან დავითაშვილი ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე

125
ლ (5)

„საქართველო ყველა საერთაშორისო შეთანხმებას იცავს ძალიან მკაფიოდ, ამაზე ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ საქართველოში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება. მათ შორის, სანქციებთან მიმართებით გადამოწმებულ იქნა პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც საქართველოში შემოვიდა“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ვიცე-პრემიერის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საბაჟო სტრუქტურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს, რის საფუძველზეც დასტურდება, რომ არც გემის მფლობელი და არც თავად გემი სანქცირებული არ არის. რაც შეეხება დღეს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, მისი შეფასებით, აქცია ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული და მას პოლიტიკური ხასიათი აქვს.

„მომავალში კრუიზით საქართველოში გაჩერება არ იგეგმება“ – Astoria Grande 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულები ვიყოთ ჩვენს განცხადებებში და ჩვენს პოლიტიკაში, თანმიმდევრულობა კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივესალმებით საქართველოში ტურიზმის განვითარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებსა და მის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ ასეთ უპასუხისმგებლო აქციებზე, ის ორგანიზებულია უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან და არის სუფთად პოლიტიზებული აქცია“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ამასთან, მისი შეფასებით, ეს პოლიტიკური ძალები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით ახერხებენ, ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ და ამით ხელი შეუშალონ არამარტო ტურიზმის განვითარებას, არამედ ზოგადად სტაბილურობის უზრუნველყოფას. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეს პირდაპირ უშლის ხელს ეკონომიკურ კეთილდღეობას და ქვეყნის მოსახლეობის და მთლიანად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

Astoria Grande სანქცირებული არ არის და მსოფლიოს სხვადასხვა ნავსადგურში თავისუფლად გადაადგილდება – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს არის ყოვლად მიუღებელი, ჩვენი თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და კიდევ ერთხელ მინდა, ხელმოცარულ ოპოზიციას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავონ მსგავსი უპასუხისმგებლო ქმედებებისგან, ეს წარმატებული ვერასოდეს იქნება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა დესტრუქციულ პოლიტიკას მხარს არ დაუჭერს, ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, რომ საქართველოში უზრუნველვყოთ სტაბილური გარემო ეკონომიკური განვითარებისთვის, რაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ტურიზმს აქვს. რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება – ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი როგორც საერთაშორისო საზოგადოებთან, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.

ვიდეო: „ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე უკრაინის მოქალაქე ქალი დააკავეს“ – ირაკლი კუპრაძე

„რუსეთი მტერია და არა სტუმარი!“ – პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

კალაძე: „ჩამოდის ტურისტი, დახარჯავს ფულს, წავა, ძალიან მარტივია.. არ სიამოვნებთ ადამიანებს, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა“ 

კელი დეგნანი: არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი

magti 5g