LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევას 175 000 ჯარისკაცით გეგმავს: The Washington Post

151
ლუილ

აშშ იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბული ვითარების ფონზე, რუსეთი დიპლომატიურ გზას აირჩევს და არა კონფრონტაციასა და აგრესიას.

ამერიკული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთს საზღვრის გასწვრივ 175 000-მდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

სწორედ ამ მასშტაბის შეფასებისას აშშ-ის დაზვერვის სამსახური და ვარაუდობს, რომ რამდენიმე თვეში რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევის განხორციელება შეუძლია.

The Washington Post-ის  სტატიაში – “აშშ-ის დაზვერვის ვარაუდით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასობრივ სამხედრო შეტევას გეგმავს, რომელშიც 175 000 ჯარისკაცი მონაწილეობს”, სწორედ ამ პროგნოზებზეა საუბარი.

ამის შესახებ გამოცემა აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და მათ მიერ მოპოვებულ დაზვერვის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.

“როდესაც უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრის გამო ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა იზრდება, აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ კრემლი მომავალი წლის დასაწყისში გეგმავს მრავალ ფრონტზე შეტევას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 175 000-მდე ჯარისკაცი.

კრემლი უკრაინის საზღვრისკენ ჯარების გადაადგილებას ახორციელებს და ვაშინგტონს სთხოვს გარანტიას, რომ უკრაინა არ შეუერთდება ნატო-ს და რომ ალიანსი თავს შეიკავებს გარკვეული სამხედრო მოქმედებებისგან უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო.” – წერს გამოცემა.

“რუსეთის გეგმები ითვალისწინებს სამხედრო შეტევას უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის დასაწყისში, ძალების ორმაგი მასშტაბით, ვიდრე ჩვენ ვნახეთ გასულ გაზაფხულზე, წვრთნების დროს უკრაინის საზღვრებთან”, – თქვა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა გამოცემასთან, რომლის ანონიმურობასაც იცავს მედიასაშუალება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g