LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აშშ-ის ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ” – ირაკლი კობახიძე

260
ირაკლი კობახიძე

აშშ-ის ელჩს მოუწია უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„მნიშვნელოვანი იყო ეს დაზუსტება. ჩვენ იცით, რომ მოვითხოვეთ დაზუსტება, რა მტკიცებულებებს და წყაროებს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება, რომელიც დაიდო სახელმწიფო მდივნის სახელით და აღმოჩნდა, რომ ამაზე არავითარი პასუხი არ არსებობს. იყო ბევრი შეხვედრა და ყველა შეხვედრაზე ეს კითხვა დაისვა, სად არის მტკიცებულებები? ნული მტკიცებულებები – ეს გაირკვა, როგორც ორმხრივ შეხვედრებზე, ასევე – საჯაროდაც. ნახეთ, სატელევიზიო ინტერვიუები აშშ-ის ელჩთან, იქაც ნული მტკიცებულებაა.

გაუგებარია, როგორ შეიძლება, ღია წყაროზე დაყრდნობით. ღია წყარო ნიშნავს გაზეთი უნდა წაიკითხო, ან ტელევიზორს უყუროთ, ყველა ვუყურებთ ტელევიზორს და ყველა ვკითხულობთ გაზეთს. როგორ შეიძლება, ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია გახდეს სანქცირების საფუძველი. ამას ხომ ჩაძიება და მოკვლევა სჭირდება, გამოძიება სჭირდება, რაც არ მომხდარა.

რეალურად, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და ეს გაირკვა. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები, სწორედ ამის გამო მოუწია ელჩს უკან დახევა და იმის თქმა, რომ ეს არის არა სანქცია, არამედ მოსანქციო რამ. ეს არის სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია. სინამდვილეში, ეს იყო უკან დახევა და მიზეზი იყო, რომ ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება 5 აპრილს გავრცელდა.

„სიმბოლურია, რომ გირგვლიანის საქმის მოსამართლემ უკვე მეორე ხელისუფლებას გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი“ – პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მიმართავს 

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, ბლინკენი გასვარეს” – კობახიძე მოსამართლეების სანქცირებაზე

„მოსამართლეების აშშ-ში არშეშვების გადაწყვეტილება მძიმე შეურაცხყოფაა…გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა, აქ ომი არ იქნება!” – დიმიტრი სამხარაძე

„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას

„მისასალმებელია…დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება” – სენატორი ჯიმ რიში

„მათ დაასანქცირეს მოლაშვილის, გირგვლიანის და სხვა უამრავი უბედური საქმეების ჩამდენი მოსამართლეები…20 წელია ასე არაფერი გამხარებია” – შალვა ხაჭაპურიძე

თამარ კორძაია: დაუყოვნებლივ უნდა შეიკრიბოს მოსამართლეთა კონფერენცია რიგგარეშე სხდომაზე და შეუწყვიტოს უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სანქცირებულ წევრებს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g