LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ხელისუფლებამ Mazda აიძულა, 170 ათასზე მეტი ახალი ავტომობილი გაიწვიოს

111
აშშ-ის ხელისუფლებამ Mazda აიძულა, 170 ათასზე მეტი ახალი ავტომობილი გაიწვიოს

აშშ-ის ეროვნული გზების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ Mazda აიძულა, 2024–2025 წლების 171,412 ჰეჩბეკი და კროსოვერი უკან გაიწვიოს. მიზეზი გახდა აირბაგის (უსაფრთხოების ბალიშების) სენსორის არასწორი პროგრამული უზრუნველყოფა, რამაც შესაძლოა ავარიის შემთხვევაში ბალიშები გაუხსნელი დატოვოს.

პრობლემა ძირითადად ეხება Mazda 3-ის და CX-30-ის მოდელებს, რომლებიც ჩრდილოამერიკულ ბაზარზეა გათვლილი.

Mazda-მ გაუმართაობა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს აღმოაჩინა, თუმცა თავდაპირველად ბრალი მომხმარებლებს დასდო – ვითომ პრობლემა არასწორ მოხმარებას უკავშირდებოდა. თუმცა მძღოლების მხრიდან მრავალი საჩივრის შემდეგ, NHTSA-მ დაიწყო გამოძიება, რამაც Mazda აიძულა შეეცვალა პოზიცია და მანქანების მასობრივი გაწვევა დაეწყო.

როგორ მოგვარდება პრობლემა? ავტომობილის მფლობელებს მოუწევთ  ავტორიზებულ დილერთან მისვლა, რათა სენსორის ახალი პროგრამული განახლება მიიღონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები