LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის საელჩო: შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში

129
აშშ-ს საელჩო

მედიაში, ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოში აშშ-ს საელჩო ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, „შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში“.

„აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g