აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და მისი და კიდევ რამდენიმე მოსამართლის დასანქცირების საკითხი შეაფასა.
როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, აშშ საქართველოში, დიპლომატიის გზით [ამ შემთხვევაში მან ელჩი კელი დეგნანი იგულისხმა], ცდილობს, სასამართლო სისტემაზე გავლენა მოიპოვოს, მიიტაცოს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მთავარი ის კი არ არის, ვინ დაუწესა მას სანქციები – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თუ ევროკავშირმა, არამედ ისაა, რომ შტატებმა საქართველოს სასამართლო სისტემა ვერ მიიტაცოს:
„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული საკითხი არ გადაიხედება, ვინაიდან, საქმე კორუფციაში არაა და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ.
რამდენი ხნით აეკრძალათ შტატებში შესვლა სანქცირებულებს და რა იქნება შედეგი – აშშ-ის საელჩო ქართველი ოფიციალური პირების სანქცირებასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს
აშშ-ის საელჩო საქართველოში ქართველი ოფიციალური პირების 7031c წესის საფუძველზე სანქცირებასთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხობს და მოსალოდნელ შედეგებზე მიუთითებს.
კორუფცია არის უბრალო შირმა, აპრობირებული მეთოდია, რომლითაც ხდება გარკვეული მიზნის მიღწევა. მოგახსენებთ, რა არის რეალური მიზეზი, რის გამოც მოსამართლეებზე კორუფციის დაბრალება მოხდა, რომელიც თითიდან გამოწოვილია. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით, ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენენ.
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე
რა არის ნამდვილი მიზეზი, რაც წლების განმავლობაში გრძელდება – რეალური მიზეზი სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა.
დასაწყისში ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, შემდეგ ჩაერთნენ პოლიტიკური პარტიები, შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მიზანმიმართულად წერდნენ სასამართლო კლანზე და ამზადებდნენ პოზიციებს.
მაგრამ შედეგი რომ ვერ იქნა მიღწეული და ვერ იქნა სასამართლოს მიტაცება და ხელში ჩაგდება, ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საელჩოს ყოველთვის ჰქონდა მცდელობა, სასამართლო სისტემა გაეკონტროლებინა.
ჯერ ქალბატონო დეგნანი გამოდიოდა და განცხადებებს აკეთებდა, რომ სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე არის უკანონო და დასაბუთებული არაა.
ჩემთვის ყოველთვის გასაკვირი იყო, ელჩი რატომ უნდა ერეოდეს კონკრეტულად საქმეებში, მაგრამ ზუსტად აქ ჩანდა მისი მიზანი“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მისი თქმით, რეალურად, ამ დასანქცირებით, სასამართლო სისტემას გაეგზავნა „მესიჯი“ და ეს „მესიჯი“ მურუსიძის აზრით, შემდეგში მდგომარეობს:
„თუ მოსამართლეები არ გაითვალისწინებენ ელჩის და საელჩოს პოზიციებს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და არ მიიღებს მოსამართლე იმ გადაწყვეტილებას, რაც ელჩისთვის არის მისაღები და რაც მის პოლიტიკას შეესაბამება, ყველას მოგექცევით ისე, როგორც მოვექეცით იმ მოსამართლეებს, რომლებიც დავასანქცირეთ.
კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ამის მაგალითი არის ლაშა ჩხიკვაძის მაგალითი, რომელმაც კონკრეტულ საქმეზე გამოიტანა გადაწყვეტილება, მას შეხვდნენ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები, მოსთხოვეს კონკრეტულ საქმეზე ანგარიშის ჩაბარება და სანქციის სახით მის მიმართ გამოიყენეს ის, რომ აშშ-ში არ წაიყვანეს“, – აღნიშნა მურუსიძემ.
მისი თქმით, „ლაშა ჩხიკვაძის თემა არის უბრალოდ აისბერგის წვერი“, რადგან აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები მასაც წლების განმავლობაში ხვდებოდნენ:
„ჩემთან წლების განმავლობაში ამერიკის საელჩოს თანამშრომლები მოდიოდნენ და პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ სასურველია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ის გადაწყვეტილება, კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს, ამის მტკიცებულებებიც მაქვს და საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოება ნახავს.
„ჩვენ რატომ ვართ დაბალი ღობე? – საფრანგეთს რომ აეკრძალა ამერიკელი მოსამართლისთვის მის ქვეყანაში შესვლა, რა რეაგირება მოჰყვებოდა ამას აშშ-ში, ვიცით ხომ?!“ – დიმიტრი გვრიტიშვილი პრემიერს მიმართავს
„მივმართავ პრემიერს, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა - მხოლოდ მას მივაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, შემდეგ დაველოდები რა იქნება მთავრობისგან რეაგირება“
დაასანქცირეს ოჯახის წევრები. რეალურად, ახლა ხდება მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან. ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლო სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს, რაც მიმაჩნია, რომ წარმოუდგენელია.
შესაბამისად, ცდილობდა მისი გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდგომ ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო სასამართლო სისტემაში დაპირისპირება“, – განაცხადა მურუსიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება უნდა:
„ისე მიდის სიტუაცია, რომ ის მიზანი, რასაც სანქციები ითვალისწინებდა, რომ სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პრობლემები, შესაბამისად, მოხდებოდა არეულობა, სასამართლო სისტემის დაქვემდებარება ამერიკის საელჩოსადმი, მეეჭვება ეს მოხდეს.
თუმცა, ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან, ხან, ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ.
მე გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს უნდა სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრება, ეს არის „მესიჯი“ სასამართლო კორპუსის მიმართ.
კორუფციის გამოწოვილი ბრალდებით, რომელზეც მტკიცებულება არ არსებობს, მართლმსაჯულების მიტაცება ხდება. ელჩმა ბრძანა, რომ მართლმსაჯულება არ არის ღამე განხორციელებული ზარები და ქრთამის მიცემაო.
„ალბათ შეცდომა და გაურკვევლობაა“ – ფრიდონ ინჯია მოსამართეებისთვის სანქციების დაწესებაზე
არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, თუ ელჩმა იცის, რომ ლევან მურუსიძე ღამე ახორციელებს ზარებს, ე.ი. ტელეფონზე მისმენენ.
მთავარი ის კი არ არის, ლევან მურუსიძეს სანქციას ამერიკის შეერთებული შტატები დაუწესებს თუ ევროკავშირი, ეს არის ჩემი პირადი პრობლემა. ამას მე თავს გავართმევ.
მაგრამ მთავარი ისაა, რომ აქ კორუფციაზე არ არის საუბარი, ვერავითარი მტკიცებულება ვერ იქნება წარმოდგენილი რომ კორუფციას აქვს ადგილი.
აშშ-ს საელჩოს აქვს წლებია გამალებული მცდელობა იმისთვის, რომ მიიტაცოს სასამართლო ხელისუფლება, დანარჩენი არ არის მნიშვნელოვანი ლევან მურუსიძეს ექნება თუ არა სანქციები, მნიშვნელოვანია საქართველომ არ დაკარგოს სუვერენიტეტი, აშშ-ს საელჩომ არ მიიტაცოს სასამართლო სისტემა.
სხვა ქვეყანაშიც ხორციელდება. თუ დაინტერესდებით, ამ ქვეყნებსაც ნახავთ.“– განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.