LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

101

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება გააუქმოს.

ამის შესხებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ იმ განცხადებაში, რითაც ამერიკის საგარეო უწყება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებულ ვიზიტს ეხმაურება.

„აშშ პრეზიდენტ პუტინის ვიზიტს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში მიიჩნევს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პრინციპების შეუსაბამოდ, რომლის მონაწილე რუსეთია,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“.

„აშშ არ სცნობს რუსთის მიერ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” აღიარებას. აშშ რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს თავისი ჯარები ომის წინანდელ პოზიციებამდე, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების თანახმად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” აღიარება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები