LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს მთავრობა მზადაა, ორი ბესტსელერის Lincoln-ის და Buick-ის გაყიდვები აკრძალოს

109
აშშ-ს მთავრობა მზადაა, ორი ბესტსელერის Lincoln-ის და Buick-ის გაყიდვები აკრძალოს

აშშ-ს მთავრობა მზადაა, ბესტსელერების გაყიდვა აკრძალოს. სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი ყველა ავტომწარმოებელმა უნდა შეწყვიტოს. ჩინოვნიკებმა ისიც დაამატეს, რომ ახალი კანონი, რომელიც ჩინურ მოწყობილობებთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან ბრძოლისკენაა მიმართული, გავრცელდება ამერიკული ბრენდების იმ პოპულარულ მოდელებზეც, რომლებიც ჩინეთის ტერიტორიაზეა აწყობილი.

Ford-ი და General Motors უკვე იაზრებენ, რომ სამომავლოდ ჩინეთის კონვეიერების დახურვა ან სხვა ადგილას გადატანა მოუწევთ, თუკი სურთ რომ აშშ-ს ბაზარი არ დაკარგონ.

აღსანიშნავია, რომ ჩინოვნიკებს შეზღუდვაში მოქცეული მოდელები პირდაპირ არ დაუსახელებიათ, თუმცა საიდუმლოს არ წარმოადგენს რომ აშშ-ში იყიდება Buick Envision და Lincoln Nautilus, ორი პოპულარული კროსოვერი რომელიც სწორედ ჩინეთშია აწყობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები