აშშ-ს მთავრობა საქართველოს სკოლების განახლებისთვის 54 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს ბევრს სკოლას დახმარება სჭირდება. ”საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს ბევრ სკოლას, განსაკუთრებით რეგიონებში, დახმარება სჭირდება. ამიტომ, აშშ-ის მთავრობა მთელ საქართველოში სკოლების განახლებისთვის 54 მილიონ დოლარს გამოყოფს. სამუშაოები დაიწყო მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 30 სკოლაში. საბოლოოდ კი საქართველოში 100 სკოლა გარემონტდება”, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის განხორციელებაში აშშ-ს მთავრობის პარტნიორები ათწლეულების გამოწვევის ფონდი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არიან.
