LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს პრეზიდენტის ახალი ჯავშნიანი მანქანა – პირველი ფოტოები

109
აშშ-ს პრეზიდენტის ახალი ჯავშნიანი მანქანა - პირველი ფოტოები

აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ტრამპის ჯავშნიანი ავტომობილის პირველი კადრები გავრცელდა. ამერიკის სპეც-სამსახურების სოციალურ ქსელებში Cadillac Escalade-ს ფოტოები გამოაქვეყნეს. ამავდროულად ჟურნალისტებმა საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის General Motors-ის დირექტორთან შეხვედრის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. ინსაიდერები ასევე ამტკიცებენ, რომ ცოტა ხნის წინ ამ თემას General Motors-თან თავად ტრამპიც განიხილავდა.

ამ დროისთვის დონალდ ტრამპის მთავარი ტრანსპორტი ლიმუზინი „ურჩხულია“ (The Beast), მოდელი რომლის პრემიერაც 2018 წელს შედგა. ლიმუზინის ახალი თაობა შექმნის პროცესშია და პროექტისთვის 40,8 მილიონი დოლარი გამოყვეს. სიახლის დებიუტი 2029 წლამდე დიდი ალბათობით ვერ შედგება, ამიტომ ჯავშნიანის გამოყენებას მხოლოდ აშშ-ს 48-ე პრეზიდენტი თუ შეძლებს. თუმცა, დიდი შანსია ტრამპმა ახალი მანქანა მაინც მიიღოს.

რიგითი მგზავრობებისთვის დონალდ ტრამპი ჯავშნიან Chevrolet Suburban-ს იყენებს და მის შემცვლელად ახალი ავტომობილი მზადდება. საუბარი ახალ suburban HD-ზეა, რომელსაც Escalade IQ-ს ვიზუალი ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები