LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ს საელჩო: რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ ტყუილების გამეორებით ისტორიას გადაწერენ

103
ამერიკის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთისა და უკრაინის დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. „დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა“ – აცხადებს საელჩო.

„რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ.
ფაქტები კი ასეთია:

1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში

2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში

2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში

2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში

ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – ებრაელმა ნაცისტებმა.

დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა.“– ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

 

კელი დეგნანი: განცხადებები რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა

საქართველოში არ ვიცი არავინ, ვისაც სურს, რომ საქართველო უკრაინაში მიმდინარე ომის ნაწილი იყოს: კელი დეგნანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g