აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს ურჩევს, ტერორისტული საფრთხის გამო, შრი-ლანკაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტმა განკარგულება გამოსცა შრი-ლანკაში ამერიკული დიპლომატიური მისიის თანამშრომლების სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვების გამოყვანაზე. ასევე, დიპლომატიური წარმომადგენლობის იმ თანამშრომლებს, ვინც საგანგებო ფუნქციებს არ ასრულებენ, ქვეყნის დატოვების ნება მისცეს.
შეგახსენებთ, რომ 21 აპრილს შრი-ლანკაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერაქტები მოხდა, რომელსაც 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.