ამერიკის შეერთებული შტატები “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს.
გზავნილი, რომელიც რეზოლუციაშია გაწერილი, შტატების სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა. აღნიშნულ პროექტში რამდენიმე ცვლილებაა, მათ შორის სათაურსა და მეორე პუნქტში.
სათაურში შტატების სენატი მოუწოდებს ყველა დარჩენილ პარტიას, ხოლო მეორე პუნქტში კონკრეტულად “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და სხვა პარტიებს, დაუყოვნებლივ მოაწერონ ხელი 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებას.
საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღების იდეა სენატორ ჯონსონს ეკუთვნის და ის 19 აპრილს, პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შესრულების მხარდაჭერას გამოხატავს.
აღნიშნულ რეზოლუციაში, რომლის მიღების იდეა სენატორ ჯონსოს ეკუთვნის და პოლიტიკურ პარტიებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტის შეთანხმების შესრულების მხარდაჭერას გამოხატავს, დადასტურებულია სენატის ორპარტიული მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისკენ.