115 წლის ელიზაბეტ ფრენცისმა, რომელიც თებერვალში აშშ-ს ყველაზე ასაკოვან მოქალაქედ აღიარეს, ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლო გაამხილა. ამის შესახებ Washington Post წერს.
ფრენცისმა მორიგი დაბადების დღე 25 ივლისს აღნიშნა. ის 1909 წელს ლუიზიანას შტატში დაიბადა. 11 წლის იყო როცა დედა გარდაეცვალა და მის აღზრდაზე პასუხისმგებლობა ნათესავებმა აიღეს. ფრენცისი თითქმის მთელი ცხოვრება კაფეს მმართველი იყო და სამზარეულოშიც თავადვე ტრიალებდა.
ამჟამად ქალი ერთადერთ, 95 წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. აშშ-ს უხუცესი მკვიდრი ხანგრძლივი სიცოცხლის საიდუმლოდ ასახელებს პრინციპს, რომელსაც მთელი ცხოვრება იცავდა. „თქვი რასაც ფიქრობ, არასდროს შეიკავო თავი.“
ფრენცისის 69 წლის შვილიშვილის თქმით, ბებია მიუხედავად ასაკისა ცხოვრების მიმართ ინტერესს არ კარგავს, მუდმივად ეცნობა სიახლეებს, უყურებს ახალ-ახალ სერიალებს და შემდეგ მათ შვილთან ერთად განიხილავს.