LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ საქართველოსთვის 126 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს

74
Untitled

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 2023 წლის მოთხოვნილი ბიუჯეტის თანახმად, რომელიც კონგრესს დასამტკიცებლად გაეგზავნა, საქართველოს დაახლოებით $126 მილიონს გამოუყოფენ.

ეს თანხა განკუთვნილია სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად.

„აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ასევე გააძლიერებს მის მდგრადობას, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს კრემლის მავნე გავლენას. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური კონტროლისა და ბალანსის პრინციპისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას; მხარს დაუჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებისკენ; გააუმჯობესებს დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე წვდომას; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების ძალისხმევას, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში; გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას და განავითარებს სუფთა ენერგეტიკას; ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარებისა და დივერსიფიცირების ხელშეწყობისთვის; ხელს შეუწყობს გაციფრულების პროცესს და გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებასა და მდგრადობას; გააფართოებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას; და მოიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს. გაზრდილი დაფინანსება დაეხმარება ენერგოუსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას, ასევე რუსეთის მავნე ზეგავლენის წინაშე მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ინტეგრაციას“,  – ნათქვამია დოკუმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g