სან ფრანცისკოს მაცხოვრებელი უოლტ მორდენტი ელექტროქარ Tesla Model 3-ის ყველაზე ასაკოვანი მფლობელია. პროფესიონალი ავტომექანიკოსი 96 წლის არის. ის Tesla-ს თავის საყვარელ ავტომობილად მოიხსენიებს.
თავისი ცხოვრების განმავლობაში, მორდენტის ძირითადად ამერიკული წარმოების ავტომობილები ჰყავდა, თუმცა მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი მწარმოებლის – Hudson Motor Car Company-ს ავტომობილებს არემონტებდა. 1940 და 1980 წლებში ის აღმოსავლეთ სანაპიროზე რბოლაში მონაწილეობდა, 1957 წელს კი დეიტონ-ბიჩზე მისმა სარბოლო Kurtis Kraft-მა სიჩქარის რეკორდი დაამყარა.