LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ყველის მოყვარულებს 1000 დოლარს გადაუხდიან, მთავარი პირობა ყველის ძილის წინ მირთმევაა

142
9805745

ამერიკაში ეძებენ მოხალისეებს, ვინც მზად იქნება რომ 3 თვის განმავლობაში, ძილის წინ ყველი მიირთვას. პროექტის ავტორი კომპანია Sleep Junkie-ია, რომელიც ძილის კვლევით და სხვადასხვა მატრასების მიმოხილვითაა დაკავებული.

ამჯერად სპეციალისტებმა ყველის კვლევა დაგეგმეს, რათა დაადგინონ თუ რამდენად ახდენს ყველი გავლენას სიზმრების შინაარსზე.

მოხალისეების შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია და კვლევაში მონაწილეობის მისაღებად მთავარი პირობა მარტო ძილია და ამასთან, შერჩეული კანდიდატი 21 წელს მიღწეულიც უნდა იყოს. ატაროს ფიტნეს საათი, რომელიც ძილს გააკონტროლებს და ძილის რეჟიმიც მოწესრიგებული უნდა ქონდეს.

ცდისპირებმა ყოველ დილით ყველა სიზმარი უნდა ჩაიწერონ და შემდეგ კომპანიას სრული ანგარიში გაუგზავნონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები