LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ „თალიბანთან“ მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ითანამშრომლებს: ენტონი ბლინკენი

58
ენტონი ბლინკენი

„მომავალში აშშ თალიბანთან მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ითანამშრომლებს და იმის გათვალისწინებით, თუ რას აკეთებს ვალდებულებების შესასრულებლად“, – New York Times-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბლინკენის თქმით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ თალიბანთან თანამშრომლობდა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო საევაკუაციო ოპერაციების ჩატარება.

„მომავალში თალიბანის მთავრობასთან ნებისმიერი თანამშრომლობა მხოლოდ ერთი რამით იქნება გამოწვეული – ჩვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესები,“ – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

როგორც სახელმწიფო მდივანმა განმარტა, თალიბებთან თანამშრომლობა არ იქნება განპირობებული მათ მიმართ ნდობითა და რწმენით და ყოველი ნაბიჯი, რომელსაც აშშ გადადგამს, დაფუძნებული იქნება არა იმაზე, თუ რას ამბობს თალიბანი, არამედ იმაზე, თუ რას აკეთებს ის თავისი ვალდებულებების შესასრულებლად.

ამერიკელი სამხედროების ევაკუაცია დასრულებულია - 20 წლის შემდეგ, აშშ-მ ავღანეთი სრულად დატოვა

ბოლო 17 დღეში ამერიკელებმა ავღანეთიდან 120 ათასზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. 

„თალიბანი საერთაშორისო ლეგიტიმაციასა და მხარდაჭერას ეძებს. ჩვენ მესიჯი არის ის, რომ მათ ის უნდა მოიპოვონ. თალიბანს შეუძლია ამის გაკეთება მოგზაურობის თავისუფლებაზე აღებული ვალდებულებების შესრულებით; ავღანელი ხალხის, მათ შორის, ქალებისა და უმცირესობების უფლებების დაცვით და ინკლუზიური მთავრობის შექმნით, რომელიც შეძლებს, დააკმაყოფილოს ავღანელი ხალხის მისწრაფებები და საჭიროებები“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მისივე თქმით, თუ თალიბანი შეძლებს მუშაობას ისე, რომ ეს ინტერესები დაცული იქნება, მათ შორის, აშშ-ის მოქალაქის, მარკ ფრერიქსის, უსაფრთხო დაბრუნება სამშობლოში, ქვეყანასა და რეგიონში სტაბილურობა იქნება, თალიბანი შეინარჩუნებს ბოლო 20 წლის მიღწევებს, იმუშავებენ თალიბანთან ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g