LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ უმკაცრესად გმობს თვითმფრინავისთვის მიმართულების შეცვლას და რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას: ჯო ბაიდენი

74
ჯო ბაიდენი

„აშშ უმკაცრესად გმობს თვითმფრინავისთვის მიმართულების შეცვლას და რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას“, – ამის შესახებ განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აკეთებს. მისი განცხადებით, მომხდარი საერთაშორისო ნორმების პირდაპირი შეურაცხყოფაა.

ბაიდენის თქმით, ეს არის სამარცხვინო თავდასხმა, როგორც პოლიტიკურ განსხვავებულ აზრზე, ასევე პრესის თავისუფლებაზე, სწორედ ამიტომ შეერთებული შტატები უერთდება მსოფლიოს ქვეყნების მოთხოვნას, როგორც რომან პროტასევვიჩის, ასევე ასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი მინსკში დააკავეს

შარლ მიშელი ICAO-ს მინსკში თვითმფრინავის იძულებითი დაშვების ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს

“ბელარუსში სიკვდილით დასჯა მელის” – ლუკაშენკოს კრიტიკოსი ჟურნალისტის დაკავებას დასავლეთში ტერორიზმი უწოდეს

აშშ-ის პრეზიდენტი ინციდენტზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვს და ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას მიესალმება.

ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

„შეერთებული შტატები უმკაცრესად გმობს თვითმფრინავისთვის მიმართულების შეცვლას და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას. ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი და ვიდეო, რომელიც, როგორც ჩანს, ბატონმა პროტასევიჩმა ძალდატანებით ჩაწერა, არის სამარცხვინო თავდასხმა როგორც პოლიტიკურ განსხვავებულ აზრზე, ასევე პრესის თავისუფლებაზე. შეერთებული შტატები უერთდება მსოფლიოს ქვეყნების მოთხოვნას მის გათავისუფლებასთან აგრეთვე ასობით პოლიტპატიმრის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, რომლებიც უსამართლოდ არიან დაკავებულები ლუკაშენკის რეჟიმის მიერ.

ვუერთდები ფაქტების დადგენის მიზნით საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოთხოვნას. მივესალმები ახალ ამბებს, რომ ევროკავშირმა მოითხოვა მიზნობრივი ეკონომიკური სანქციები და სხვა ზომები და ვთხოვე ჩემს გუნდს, ევროკავშირთან და სხვა მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კოორდინაციით, შეიმუშაონ ვარიანტები იმისთვის რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ,“- აცხადებს ჯო ბაიდენი.

ბელარუსში ტირანიის ადგილი არ არის – ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

მიუღებელია “რაინეარის” რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება – მრავალი საერთაშორისო ნორმა დაირღვა: სალომე ზურაბიშვილი

უკრაინა ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტას აპირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები