LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბელარუსში სიკვდილით დასჯა მელის” – ლუკაშენკოს კრიტიკოსი ჟურნალისტის დაკავებას დასავლეთში ტერორიზმი უწოდეს

105
რომან პროტასევიჩი

გერმანული გამოცემა “დოიჩე ველეს” ცნობით, ბელარუსმა ჟურნალისტმა და ლუკაშენკოს კრიტიკოსმა, ოპოზიციონერმა აქტივისტმა, რომან პროტასევიჩმა თვითმფრინავის მგზავრებს, რომელზეც იგი თავად იმყოფებოდა, განუცხადა, რომ მას ბელარუსში სიკვდილით დასჯა ელოდა.

მათივე ინფორმაციით, ათენი-ვილნიუსის რეისის მგზავრებმა განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავმა მოულოდნელად გეზი შეიცვალა, ბორტზე მყოფი ერთი ბიჭი ძალიან ანერვიულდა.

„თვითმფრინავის მოულოდნელი შემობრუნების შემდეგ, ერთმა ბიჭმა პანიკა დაიწყო. მისი ბარგი ასაფრენ ბილიკზე გადაყარეს და ის გვერდით გაიყვანეს. ჩვენ მას ვკითხეთ, რა ხდებოდა, მან გვითხრა ვინ იყო და დაამატა: ”აქ სიკვდილით დასჯა მელოდება. ის კანკალებდა,“- განაცხადეს მგზავრებმა მედიასთან საუბარში.

მათივე თქმით, თვითმფრინავის შებრუნებამდე, ბორტზე არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა. ერთ-ერთმა მგზავრმა „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, რომ თვითმფრინავის მინსკში დაჯდომის შემდეგ მგზავრები იქიდან გადაიყვანეს, მათი ნივთები კი ძაღლებს შეამოწმებინეს.

ფაქტს აშშ-ში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ქვეყნის ლიდერებმა ბელარუსის რეჟიმის მიერ ოპოზიციონერი ჟურნალისტის და ბლოგერის, რამან პრატასევიჩის დაკავებას თავხედური და შოკისმომგვრელი უწოდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მკაცრად გმობს ლუკაშენკას რეჟიმის თავხედურ და შოკისმომგვრელ აქტს, რომელიც კომერციული რეისისთვის კურსის შეცვლისა და ჟურნალისტის დაპატიმრებისკენ იყო მიმართული. ამის შესახებ სახელიმწიფო მდივანი “ტვიტერზე” წერს. ბლინკენის თქმით, აშშ საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს და პარტნიორებთან კოორდინაცია აქვს.

 

საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს ნატოც. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მომხდარს სერიოზული და სახიფათო ინციდენტი უწოდა. აღნიშნულის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

 

რამან პროტასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლება ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამაც მოითხოვა. როგორც ის “ტვიტერზე” წერს, სახელმწიფოს დაფინანსებით მინსკში მომხდარ ტერაქტზე ევროკავშირის ლიდერები დღეს იმსჯელებენ.

 

ლიეტუვის პრეზიდენტის წინადადებაა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცე საფრთხის შემცველად გამოცხადდეს, ბელარუსის თვითმფრინავები ევროკავშირის აეროპორტებმა აღარ მიიღონ, მინსკში მომხდარი ინციდენტი კი, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუყოვნებლივ გამოიძიოს.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. “რეინეარის” თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

ონლაინ ქსელმა NEXTA-მ განაცხადა, რომ მისი ყოფილი რედაქტორი, რომან პროტასევიჩი დააკავეს. ქვეყნის ოპოზიციონერების თქმით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ბორტზე მყოფი ჟურნალისტი დაეპატიმრებინათ. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა მინსკში, მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

BBC-ის ინფორმაციით, პროტასევიჩის გარდა, მინსკში რუსეთის მოქალაქე დააკავეს. გამოცემა წერს, რომ სავარაუდოდ, საუბარია ჟურნალისტის მეგობარ გოგონაზე, სოფია საპეგაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები