LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსი ჟურნალისტის საქმეზე ჩვენ მყისიერად რეაგირება მოვახდინეთ და ევროკავშირის განცხადებასაც შევუერთდით: ზალკანიანი რომან პროტასევიჩის საქმეზე

80
დავით ზალკანიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკანიანის განცხადებით, ბელარუსი ჟურნალისტის საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ მყისიერად რეაგირება მოახდინა. მისი თქმით, მმართველმა ძალამ დაუყოვნებლივ მოუწოდა, რომ ყველა ადამიანი, ვინც უკანონოდ იყო დაკავებული, გათავისუფლებულიყო.

„რა თქმა უნდა, ჩვენი განცხადება გულისხმობდა იმ ადამიანს, ვის გამოც თვითმფრინავის დაბრუნება მოხდა,“ – თქვა მინისტრმა ბელარუსი ჟურნალისტის დაკავებაზე კომენტირებისას და დასძინა, რომ საქართველო მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადებასაც შეუერთდა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შევუერთდით ევროკავშირის განცხადებას, რომელიც ამ ინციდენტთან დაკავშირებით მიიღეს, სადაც პირდაპირაა საუბარი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე და საქართველო არის თანამონაწილე, ჩვენ ამ განცხადების ხელმომწერი ვართ. ჩვენ ყველანაირად ვიქნებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების გვერდით იმისთვის, რომ ფუნდამენტური უფლება – ადამიანის უფლებები დაცული იყოს,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ 23 მაისს ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი მინსკში დააკავეს“რეინეარის” თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

ონლაინ ქსელმა NEXTA-მ განაცხადა, რომ მისი ყოფილი რედაქტორი, რომან პროტასევიჩი დააკავეს. ქვეყნის ოპოზიციონერების თქმით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ბორტზე მყოფი ჟურნალისტი დაეპატიმრებინათ.

ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა მინსკში, მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

მომხდარის შემდეგ, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები