LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსმა უკრაინის საზღვართან სპეცრაზმი განალაგა

60
სპ

ბელარუსის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის საზღვართან ახლოს, სპეცრაზმელები განალაგა. ამის შესახებ ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვიქტორ გულევიჩმა განაცხადა.

გულევიჩი საზღვრების გამაგრებას აშშ-სა და მისი პარტნიორების მიერ ბელარუსის გარშემო სამხედრო აქტიურობით ხსნის.

“ბელარუსის შეიარაღებულ ძალებში შეიმუშავეს ზომების კომპლექსი, რომლებიც მიმართულია შესაძლო საფრთხეების წინააღმდეგ მოქმედებისკენ. სწრაფი რეაგირების ძალების შემოწმების მეორე ეტაპის ფარგლებში, დასავლეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ოპერატიულ მიმართულებებზე განლაგდა ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფები. მათი გაძლიერებისთვის განლაგდება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, სარაკეტო ჯარისა და არტილერიის დანაყოფები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ საბრძოლო ფუნქციონირებას. სამხრეთის ოპერატიული მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელიც 20 000-მდე კაცს მოიცავს, ასევე მოითხოვს ჩვენგან რეაქციას. სპეციალური ოპერაციის ძალები, რომლებიც განლაგებულია სამი ტაქტიკური მიმართულებით, უზრუნველყოფენ ბელარუსის უსაფრთხოებას. ამას გარდა, დღევანდელი დღიდან, ჩემი ხელმძღვანელობით ტარდება ტერიტორიული თავდაცვის ორი უბნის შემოწმება, ტერიტორიული ძალების განლაგებული ქვედანაყოფები მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად დავალებებს შეასრულებენ”, – განაცხადა გულევიჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები