LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბელარუსში ტირანიის ადგილი არ არის – ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

69
აშშ-ევროკავშირი

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბობ მენენდესი, ასევე მისი ჩეხი, ლატვიელი, გერმანელი, ლიეტუველი, ირლანდიელი, პოლონელი და ბრიტანელი კოლეგები ბელორუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავების ფაქტის შესახებ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო თვითმფრინავის მიმართ გამოყენებული ძალადობის საფრთხეს ისინი ერთმნიშვნელოვნად გმობენ.

ნატოსა და ევროკავშირის ორ ქვეყანას შორის მოძრავი Ryanair-ის სამოქალაქო თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება პირატული ქმედებაა. ამ უგუნურმა ქმედებამ მგზავრები და ეკიპაჟი სერიოზულ საფრთხეში ჩააგდო. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ, ქვეყნებს შორის თავისუფალი ტრანზიტის აშკარა დარღვევისა და თვითმფრინავისთვის საფრთხის შექმნის ფაქტზე, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა ჩაატაროს”, – ნათქვამია განცხადებაში.

პარლამენტარები გამოძიების დასრულებამდე და საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მიერ ინფორმაციის მოწოდებამდე, ბელარუსის მიმართულებით და პირიქით საჰაერო მიმოსვლის აკრძალვას მოითხოვენ.

“აშკარაა, რომ მინსკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას პატივს არ სცემს და  მათი უფლებების დაცვა არ შეუძლიათ. სახელმწიფო ტერორისა და გატაცების ეს ქმედება საფრთხეს უქმნის ყველას, ვინც ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

კანონმდებლები ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. ასევე შეზღუდონ მათი შესაძლებლობა – ინტერპოლი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ევროპაში დემოკრატიაზე შემდგომი თავდასხმისთვის გამოიყენონ.

“მოვითხოვთ თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მეთვალყურეობის ქვეშ. მოვითხოვთ რომან პროტასევიჩისა და ყველა სხვა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ბელარუსში ტირანიის ადგილი არ არის. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს, არამედ მილიონობით ადამიანს მსოფლიოში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

“ბელარუსში სიკვდილით დასჯა მელის” – ლუკაშენკოს კრიტიკოსი ჟურნალისტის დაკავებას დასავლეთში ტერორიზმი უწოდეს

 

magti 5g