LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასლან ბჟანია მზად არის, ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს

96
ასლან ბჟანია

„სპუტნიკის“ ინფორმაციით, დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მზად არის ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს. აღნიშნულის შესახებ ბჟანიამ რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

ბჟანიას განმარტებით, აფხაზეთს ესმის რუსეთის ფედერაციასთან ძლიერი ალიანსის აუცილებლობა ახალ რეალობაში, როდესაც ერთპოლარული სამყარო დაინგრა.

„ისეთი პერსპექტივის შემთხვევაში, როგორიც არის რუსეთის საკავშირო სახელმწიფო, ბელარუსი და სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ ამ კავშირში გაწევრიანება, ჩვენ სიამოვნებით დავუჭერთ მხარს ამ იდეას და ვიქნებით ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წევრები. [საკავშირო სახელმწიფოს] იდეა არის ჩვენთან, აფხაზებთან ახლოს, ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის“, – განაცხადა ბჟანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g