შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში გაიმართა „რეინჯერსის“ ყოფილი ფეხბურთელის ფერნანდო რიქსენის გამომშვიდობების ცერემონია.
ყოფილი ფეხბურთელის კატაფალკამ ქალაქის ქუჩებში გაიარა და „აიბროქსის“ სტადიონთან შეჩერდა. ფერნანდო უკანასკნელ გზაზე გააცილეს გულშემატკივრებმა, „რეინჯერსში“ მისმა პარტნიორებმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა.
? Farewell Fernando
Rangers fans turned out in huge numbers to pay their respects to Fernando Ricksen as his funeral cortege passed Ibrox. pic.twitter.com/UGoPRzVfcs
— Rangers Football Club (@RangersFC) September 25, 2019
რიქსენის ქვრივი და მისი ოჯახის წევრები ცერემონიაზე შავი მაისურებით მივიდნენ, რომელზეც ფეხბურთელის გვარი და ნომერი 2 ეწერა.
? Fernando Ricksen
You will never be forgotten. pic.twitter.com/t2DehLBK9W
— Rangers Football Club (@RangersFC) September 25, 2019
რიქსენი 18 სექტემბერს გარდაიცვალა. ფერნანდო 6 წლის განმავლობაში ებრძოდა უმძიმეს და უკურნებელ დაავადებას.