ატენის ხეობაში ცეცხლს 20-მდე მეხანძრე-მაშველი ებრძვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში, ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცის მიმდებარედ, ტყეში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ „რთული რელიეფის გამო ცეცხლთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება. მათივე ინფორმაციით საჭიროების შემთხვევაში, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება.