საპრეზიდენტო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის შეხვედრა გაიმართა.
„ფორტუნას“ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუდასტურა.
„პრეზიდენტსა და პრემიერს შორის მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები რეგულარულად იმართება“, – განუცხადეს „ფორტუნას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ თემას, რაზეც პრემიერმა და პრეზიდენტმა ისაუბრეს.
თუმცა, ვრცელდება ვარაუდები, თუ რაზე შეიძლებოდა ესაუბრა, ქვეყნის ორ პირველ პირს.
ერთ-ერთი ვარაუდით, საუბრის თემა შესაძლოა გიორგი რურუას შეწყალების საკითხი იყოს. როგორც ცნობილია, გიორგი რურუას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
აიძულებენ თუ არა ზურაბიშვილს რურუას შეწყალებას – ყოფილი მხედრიონელის გზავნილი ციხიდან