LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათონის მთა კორონავირუსის გამო დაიხურა

1766
ათონი

ათონის მთის სამონასტრო ადმინისტრაციამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – სასულიერო პირების კორონავირუსისგან დასაცავად მონასტრის ტერიტორიაზე მომლოცველთა და სხვა ვიზიტორთა შესვლა აიკრძალა. 

ათონის მთა ყოველწლიურად ათიათასობით ვიზიტორს იღებს და ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერიტორიაზე მომლოცველთა შესვლა აიკრძალა. 

ათონის მონასტრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება საბერძნეთის მთავრობის რეკომენდაციებს მოჰყვა, რაც სოციალურ დისტანცირებას გულისხმობს.

ათონის მთის 20 მონასტერში 2000-მდე ბერი და მღვდელმსახურია. დაწესებული შეზღუდვა 30 მარტამდე იქნება ძალაში, რის შემდეგაც ის კიდევ ერთხელ გადაიხედება. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g