LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათონის მთაზე 10 ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა: მომლოცველების ვიზიტი აიკრძალა – უკვე მეორედ

149
image32854[5062]

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათონის მთაზე, წმინდა პავლეს მონასტერში 8 ბერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ერთ-ერთი კოვიდინფიცირებული სასულიერო პირი წმინდა პავლეს სახელობის მონასტრიდან სალონიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

წმინდა პავლეს მონასტერში კარანტინი გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, წმინდა პავლეს მონასტერი ერთადერთია ათონის მთაზე, სადაც კარანტინია გამოცხადებული.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კორონავირუსის თითო-თითო შემთხვევა დადასტურდა ათონის მთაზე მდებარე კიდევ ორ მონასტერში.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ათონის მთაზე მომლოცველების ვიზიტი იკრძალება.

ადგილზე ჩასვლას გეგმავენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ეპიდემიოლოგები.

 

კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა ათონის მთაზე 28 მარტს დაფიქსირდა. შემდეგ კიდევ სამ ბერ-მონაზონს დაუდასტურდა. ისინი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდნენ. პირველად მომლოცველების ვიზიტი მაშინ აიკრძალა (30 აპრილამდე) და შეჩერდა მონასტრის მონახულების უფლების (დიამონიტირიონი) გაცემა.

ათონის წმინდა მთა ნახევარკუნძულია საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით და წარმოადგენს თვითმმართველ ადმინისტრაციულ ერთეულს საბერძნეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში. ეს მართლმადიდებლერ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მომლოცველი ადგილია, რომელმაც ძველი მონასტრული წეს-ჩვეულებები უცვლელად შეინარჩუნა.

ათონის მთაზეა ისტორიული ქართული მონასტერი ივერიის მონასტერი. იგი იმ ადგილას ააგეს ქართველებმა, სადაც კვიპროსში მიმავალმა ღვთისმშობელმა პირველად დაადგა ფეხი.

ათონის მთაზე სულ ოცი მონასტერია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები