თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე, აცხადებს, რომ „აუცილებელია ბავშვები მოვარიდოთ საბავშვო ბაღებს და სასკოლო დაწესებულებებს“. ამის შესახებ მან „რუსთავი2“-თან საუბრისას განაცხადა.
მისი განმარტებით, მაღალია ბავშვთა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი, რაც შემდგომ ბავშვთა კლინიკებზეც აისახება.
„ეპიდსიტუაცია ნამდვილად არის ის სასტარტო პოზიცია, რომელიც დადებითობის დინამიკისკენ არის მიმართული, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალი რჩება. აუცილებელია ბავშვები მოვარიდოთ საბავშვო ბაღებს და სასკოლო დაწესებულებებს გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ რაოდენობრივად ძალიან დიდია ბავშვთა დასნებოვნება, რომელიც აისახება ასევე ბავშვთა კლინიკებზეც,” – განაცხადა დევი ტაბიძემ.