LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცილებელია ქალაქის მერი და ჩინოვნიკები დადიოდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით: ალეკო ელისაშვილი

81
BeFunky-collage (1)

რატომ არის თბილისში საცობები? – „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ფეისბუქ ვიდეო მიმართვა ჩაწერა, რომელშიც თბილისში არსებულ სატრანსპორტო პოლიტიკას აკრიტიკებს.

ელისაშვილი საცობების მთავარ მიზეზად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოუწესრიგებლობის პრობლემას ასახელებს.

“საცობები არის იმიტომ,რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის მოწესრიგებული. მთავარი პრობლემაა, რომ თბილისის მერი, საკრებულოს წევრები და ჩინოვნიკები არ დადიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. როდესაც ხარ მერი და რაღაც მომსახურებას სთავაზობ სხვას, რომლითაც შენ თვითონ არ სარგებლობ, შესაბამისად არ იცი იქ რა ხარვეზებია. აუცილებელია ქალაქის მერი და ქალაქის ჩინოვნიკები დადიოდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g