LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi მთვარეზე გასაფრენად თითქმის მზად არის (ვიდეო)

49

კომპანია Audi -მ თავისი პირველი მთვარეზე მავალის Lunar Quattro-ს შემუშავება დაასრულა.

როგორც კომპანიის პრეს სამსახური აცხადებს, ინჟინრებმა სატრანსპორტო საშუალების წონის 8 კილოგრამით შემცირება ალუმინის დეტალების 3D პრინტერზე დაბეჭვდის წყალობით მოახერხეს, ამასთან მთვარეზე მავალი უფრო მძლავრი გახდა და მიიღო აკუმულატორი Audi e-tron. გაფრენამდე Audi-ს აპარატს მთელი რიგი ცდები მოუწევს.

მთვარეზე გაფრენა მომავალი წლის ბოლოს არის დაგეგმილი. პლანეტაზე Lunar quattro ორიენტირებას ოთხი კამერის საშუალებით მოახდენს. მთვარეზე ეკიპაჟი იმ ადგილთან ახლოს გაჩერდება, სადაც 1972 წელს კოსმოსური ხომალდი ”აპოლონ 17” დაეშვა.

შეგახსენებთ, Audi-ის პირველი მთვარეზე მავალი ბერლინის ტექნიკურ ჯგუფს Part-Time Scientists გადაეცემა, ის Google Lunar XPRIZE-ის პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

https://www.youtube.com/watch?v=vBsV2PAaHRo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები