LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi-ს ჩინურმა რეკლამამ ნამდვილი სკანდალი გამოიწვია

27

Audi-ს ჩინურმა რეკლამამ ნამდვილი სკანდალი გამოიწვია. სარეკლამო რგოლი ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა და მომხმარებელთა აღშფოთება დაიმსახურა. საქმე ისაა, რომ ვიდეოს ავტორებმა მეორადი ავტომობილი ქალს შეადარეს და მყიდველებს მოუწოდეს, რომ ავტომობილი ისეთივე ყურადღებით შეარჩიონ, როგორც მეორე ნახევარი. აუდის ავტომობილები კი ახალი იქნება თუ მეორადი თითქმის უნაკლოა და მძღოლებს მათი ხარისხის შემოწმება პირადად შეუძლიათ.

ბუნებრივია, ქალისა და მეორადი ავტომობილის შედარებამ მაყურებელი შეურაცხყო და ბევრმა ადამიანმა აუდის სამუდამო ბოიკოტიც კი გამოუცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები