LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აუხსნელია, რატომ დაასანქცირა აშშ-მა – ამისთვის მტკიცებულებებია საჭირო, რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე? ბიზნესმენია“ – პრემიერი

189
პრემიერი ფარცხალაძეზე

„გაუგებარი და აუხსნელია, რატომ დაასანქცირა აშშ-მა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე – ამისთვის საჭიროა მტკიცებულებები“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს ამ საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ უთხრა, ოთარ ფარცხალაძე 10 წელზე მეტია აღარ არის საჯარო მოხელე.

აშშ-ის სანქციების გამო საქართველოს ბანკებში ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ყოფილმა გენპროკურორმა საჯარო სამსახური დატოვა, 10 წელზე მეტი გავიდა.

„გაუგებარია, პირველ რიგში, მინდა ვთქვა და გაკვირვება გამოვხატო, ზოგადად რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება, გაუგებარია, აუხსნელია პირადად ჩემთვის.

მე ამის თაობაზე, ღიად ვამბობ, ვაფიქსირებ ჩემ აზრს – ნათქვამია, რომ „ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მანვე უპასუხა შეკითხვას, მიიჩნევს თუ არა, რომ ოთარ ფარცხალაძე არის რუსეთის აგენტი.

„საერთოდ, იცით, რა არის? გეტყვით შემდეგ რაღაცას, ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი და მე ერთი რამ მინდა, განმასხვავებელი გითხრათ – ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ის ჩემ თვალში არის მოღალატე, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება.

ის არის გამყიდველი და მოღალატე ადამიანი. ჩემთვის და სამსახურებისთვის, სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძემ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა. ფარცხალაძე არის ბიზნესმენი“, – აღნიშნა პრემიერმა.

„ოთარ ფარცხალაძეს სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია“ – პროკურატურა

დასმულ კითხვაზე კი, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ ფარცხალაძის მიმართ განხორციელებულ საგამონაკლისო ქმედებას ეხებოდა, ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

ნათია თურნავა ფარცხალაძეზე – არ მაქვს უფლება თუნდაც სანქცირებული კლიენტის ტრანზაქციებზე ვისაუბრო, მაგრამ ვვარაუდობ, რომ არანაირი ტრანზაქცია არ მოხდებოდა – კომერციული ბანკები ძალიან ფრთხილად მიუდგებოდნენ ამ შემთხვევას

„ფარცხალაძეზე არ იყო, აქ იყო საუბარი მოქალაქეზე. ჩემთვის სასაცილოა მართლა ნამდვილი ჯაშუშების კომენტარების მოსმენა, ქვეყნის გამყიდველების და მოღალატეების კომენტარები“, – დასძინა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, სჭირდება თუ არა მას მტკიცებულება პასუხობს, რომ „რა თქმა უნდა!“.

„რა თქმა უნდა! აბა, მოსამართლეები რომ დაასანქცირეს და თქვეს, რომ კორუფციის ფაქტების გამო მოხდა, ვინმემ ნახა მტკიცებულება?!

მე ახლა, ფარცხალაძის ადვოკატი არ ვარ, არც სჭირდება ჩემი ადვოკატობა, მაგრამ როგორც მოქალაქეზე, გუნდის ყოფილ წევრზე და 10 წლის წინ პროკურორი იყო, ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ, აუცილებელია, რომ ჩვენ ასე ბრმად არ მივიღოთ გადაწყვეტილება.

გასაგებია, ჩვენი პარტნიორის, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ მათთან გვაქვს ეს დისკუსია და კომუნიკაცია. მთავარი, რაც მინდა ჩემი წუხილი გამოვხატო, ჩემი გაკვირვება რაც არის, არასდროს მოუმართავთ ფარცხალაძის შესახებ, აშშ-ს არცერთ სამსახურს, მათ რომ გადაემოწმებინათ ფარცხალაძის რუსეთში საქმიანობა.

„საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს.. მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული „რუსული გადაწყვეტილება“ გაუქმდეს“ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნესსაქმიანობა ჰქონდა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ფარცხალაძე ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, მე მგონი, ეს დასამალი არ არის, ყველამ იცის.

როგორ არის ფარცხალაძე ოლიგარქი? ეთანხმებით ახლა მაგ შეფასებას? რანაირი ოლიგარქია ფარცხალაძე? კაცი წასულია ხელისუფლებიდან, 10 წელზე მეტია აკეთებს ბიზნესს.

მისი არჩევანია, რატომ აიღო პასპორტი, ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია, მაგრამ იმ პოლიტიკური ძალის განცხადებები, რომელთა ლიდერები დღესაც რუსეთის მოქალაქეები არიან, მაგალითად, ბატონი კობა ნაყოფია, პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სააკაშვილის მარჯვენა ხელი, რუსეთის მოქალაქე, ბატონი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც იყო თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ომის შემდეგაც რომ არ დაუტოვებია რუსეთის მოქალაქეობა.

იუსტიციის სამინისტრო: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან

თქვენ რა გაქვთ სალაპარაკო, ვისზე გაქვთ სალაპარაკო. როგორ ბედავთ საერთოდ ლაპარაკს. ქალბატონი ია გულიაშვილი [„მთავარი არხის“ ჟურნალისტი], რომ ყოფილიყო დასანქცირებული ასევე დაგიცავდით თქვენ.

აი, ხვალ რომ დაგასანქცირონ თქვენ, ასევე დაგიცავთ. მტკიცებულებები აუცილებელია“. – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი: „ამერიკის შესახებ რაიმე აუგი არასდროს მითქვამს, პირიქით, ძალიან მიყვარს ამერიკა“

გამოყენებულია „ინტერპრენიუსის“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g