LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონი ჩაიშალა: ქართული მინერალური წყლით არავინ დაინტერესდა

114

“ზანავის“ მინერალური წყლის წარმოებით ინვესტორები არ დაინტერესდნენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მინერალური წყლის საბადოზე სარგებლობის ლიცენზიის აუქციონი ჩაიშალა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არც ერთ პირს არ მიუღია.

25 წლიანი ლიცენზიის საწყისი ფასი 5 მილიონი ლარი იყო, ვაჭრობის „ბიჯი“ 500 000 ლარს შეადგენდა. ამასთან, აუქციონის პირობის თანახმად, შემსყიდველს ლიცენზიის გაცემიდან 2 წლის ვადაში, მინერალური წყლის ჩამოსხმის მიზნით უნდა, განახორციელებინა არანაკლებ ერთი მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია, დაესაქმებინა ადგილობრივი მოსახლეობა, დაეცვა კანონით განსაზღვრული ის პირობები, რომელიც წყლის რესურსების სარგებლობასთან არის დაკავშირებული.

ზანავის მინერალური წყლის საბადო
ზანავის მინერალური წყლის საბადო თავისი თვისებებითა და შესაძლებლობებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსია. მინერალური წყალი ფორმირდება ბორჯომის ხეობაში, მიწისქვეშა წყალშემცველ ჰორიზონტში დახლოებით 1000 მეტრზე მეტ სიღრმეში და ხასიათდება უნიკალური თვისებებით.

ზანავის მინერალური წყლების საბადო მდებარეობს ბორჯომის რაიონის სოფ. ზანავის ტერიტორიაზე. მისი ტერიტორია მდ. მტკვრის გასწვრივ ვრცელდება 1 კმ-ზე, სიგანე შეადგენს 0,5 კმ-ს. რელიეფი საშუალოდ მთიანია. აქ ექსპლუატაციაშია 3 ჭაბურღილი, რომლების მოქმედებენ 260, 80 და 245 მ–ის სიღრმეებზე. წყლები სუსტად თერმულია, ტემპერატურა შეადგენს +200 ჩ-ს. ძირითადი წყაროს შემდგენლობა ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანია, მინერალიზაცია 2,4 – 2,6 გ/ლ, გახსნილი ჩO2-ის შემცველობა აღწევს 50 მგ/ლ. აღსანიშნავია, რომ ზანავის მინერალური წყალი შეიცავს კარბონატს და ახასიათებს სუსტი ტუტე გარემო (რეაქცია).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g