LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10  საინტერესო ფაქტი ავტომობილებზე

2365
page

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებით უყვართ ავტომობილები, იცინ თითქმის ყველაფერი მის შესახებ, განასხვავებენ მათ როგორც ბრენდის ასევე ვიზუალის და ძრავის მიხედვით, თუმცა არსებობს საინტერესო ფაქტები ავტომობილებზე,  რომლებიც შეიძლება მათთვისაც უცხო იყოს.

autoradio.ge გთავაზობთ 10  საინტერესო ფაქტს ავტომობილებზე:

1 )  1886 იფიქრეს,  რომ ავტომობილს ფულადი  სარგებელის  მოტანა შეეძლო  და გამოიყენეს როგორც ტაქსი.

1886 წლის 26 ივნიის ააწყობინეს  ტაქსომეტრით აღჭურვილი – Daimler Victoria.

იდეა ეკუთნოდა გერმანელ – ფრიდრიხ გრაინერს.

2)  ყველაზე პირველი, თვითმავალი ავტომობილი ფრანგმა ინჟინერმა, ნიკოლას კაგნოტმა 1769 წელს ააწყო. მოდელი ორთქლის საშუალებით მოძრაობდა. აღნიშნული ტრანსპორტი პარიძში ააწყვეს და მას ფრანგული არმია იყენებდა , იარაღის გადასაზიდად . თვითმავალს სამი საბურავი და საქვაბის მსგავსი ძრავი ჰქონდა .

3) 1997 წელს  მსოფლიოში ყველაზე სწრაფმა  ავტომობილმა – Thrust ssc , 1271 კმ/სთ განავითარა.  გამომდინარე იქიდან რომ ბომბდამშენის ძრავი უყენია.

4 )  Curved Dash Oldsmobile –  ეს იყო პირველი ავტომობილი რომელიც გაიყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მისი ფასი 650 დოლარს შეადგენდა.

5)  ავტომობილი, რომელსაც დღემდე ყველაზე დიდი გარბენი აქვს, არის VOLVO – P1800S,  გამოშვების წელი 1966.

6 )  მსოფლიო ისტორიაში პირველი ავტოკატასტროფა  თარიღდება 1771 წლით.

7 ) მექსიკის ერთ-ერთმა ავტოკომპანიამ  LIMOUSINES DE GUADALAJARAVACA METERS, მსოფლიოში ყველაზე დიდი ლიმუზინი შექმნა, სიგრძე 18 მეტრი იყო წონა 6 ტონა. ეს ლიმუზინი კი თვითმფრინავის ,,ბოინგ 727-100″ ის კორპუსისგან შექმნეს.

8 ) შეიძლება ითქვას რომ ჰენრი ფორდმა რევოლუცია მოახდინა  საავტომობილო ინდუსტრიაში. იცოდით რომ 38 წლის ასაკში  ჰენრიმ  პარტნიორ ლელანდთან ერთად დაარსა კომპანია – HENRY  FORD COMPANY,   უთანხმოების გამო  ჰენრიმ მალევე დატოვე  კომპანია, ლელადმა კი სახელი გადაარქვა და დაარქვა – CADILLAC.

9 ) 1980 წელს დააფიქსირეს პირველი და  ამავე დროს ყველაზე დიდი 200 კილომეტრი სიგრძის საცობი, ფრანგულ ავტომაგისტრალზე პარიზსა და ლიონს შორის.

10 ) 1962 წელს ინგლისში გამოუშვეს ავტომობილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პატარადა ავტომობილად არის აღიარებული. ეს გახლავთ –  PeelP50. მთლიანი ავტომობილის მასა 59 კილოგრამია, სიჩქარე – 64 კმ/ სთ -ში და ყველაზე საინტერესოა, რომ გადაცემათა კოლოფში არ აქვს უკანა სვლის ფუნქცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები