LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

22 მილიონი დოლარის გამტაცებლები ისე გაქრნენ, რომ კვალიც არ დაუტოვებიათ

138
1_6369537

კანადაში ვერ შეძლეს, რომ ათწლეულის ყველაზე დიდ ძარცვაში ეჭვმიტანილები ცხელ კვალზე აეყვანათ. Toronto Sun-ის ინფორმაციით, ტორონტოს აეროპორტში მომხდარი ქურდობის შემდეგ ბოროტმოქმედები ისე გაქრნენ, რომ არანაირი კვალი არ დაუტოვებიათ.
ძარცვიდან ერთი თვის შემდეგ პოლიციას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს.

17 აპრილს ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები მოიპარეს. გამტაცებლებმა ამის გაკეთება მანამდე შეძლეს, სანამ ტვირთს კარგად დაცულ ადგილას გადაიტანდნენ. პოლიციამ სამხილები ვერ იპოვა და გამოძიება ფაქტობრივად საწყის ეტაპზევე ჩავარდა.

საქმის ერთ-ერთი ინსპექტორის ინფორმაციით, ოქრო თვითმფრინავის დაფრენიდან რამდენიმე წუთშივე დაიკარგა. ავიაკომპანია Air Canada-ს ბორტი შვეიცარიიდან მოფრინავდა და ოქრო კანადის უდიდესი ბანკისთვის უნდა გადაეცა.

თუკი ოქრო კანადიდან არ გაუტანიათ, ბოროტმოქმედების პოვნის შანსი მაღალია. ხოლო თუკი ტვირთი ზღვით დუბაიში ან მუმბაიში გადაიტანეს, მაშინ მძარცველების კვალზე გასვლის შესაძლებლობა ბევრად იკლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები