LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მიზეზი ოპტიმიზმისთვის – იქნება თუ არა 2022 უკეთესი, ვიდრე 2021?

50
imrs

2020 წლის ლოკდაუნის შემდეგ 2021 კორონავირუსის დასასრული, მასშტაბური ვაქცინაციის და ნორმალური ცხოვრების დასაწყისი უნდა გამხდარიყო. თუმცა, ეს პროცესი თითქოს დროში გაიწელა. ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია ოპტიმისტი იყო.
თუმცაღა, იმედი ბოლოს კვდება და ოპტიმიზმისთვის მინიმუმ 5 მიზეზი არსებობს.

კორონავირუსის უფასო ვაქცინები ხელმისაწვდომია
პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. თანაც ის უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია. ასე რომ, უკეთესი მომავლის რწმენა შეგვიძლია თამამად გვქონდეს.

კიბოსთან ომში ვიმარჯვებთ – ნელ-ნელა
50 წლის წინ პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა კიბოს ომი ოფიციალურად გამოუცხადა. საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ შორი გზაა, თუმცა პროგრესი გვაქვს, ნელი, თუმცა შესამჩნევი.

მეცნიერება ნდობას იბრუნებს
პანდემიასთან ერთად გავრცელებული მილიონობით მითის გამო ხალხმა მეცნიერების ნდობა დაკარგა. თუმცა, ბოლო თვეებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სიტუაცია უმჯობესდება. 113 ქვეყნის მოსახლეობა გამოჰკითხეს და მათ 43% მეცნიერებას საკმაოდ დიდ ნდობას უცხადებს.

შიდსის სამკურნალოდ ახალი პრეპარატი დამტკიცდა
ახალი ამბები არამხოლოდ კორონავირუსს არამედ სხვა ვირუსებსაც შეეხება. ამერიკის წამლის სააგენტომ აივ ვირუსის სამკურნალოდ ახალი პრეპარატი დაამტკიცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსის დამარცხების შესაძლებლობა კიდევ უფრო მეტია.

დასაქმებულებს ჯანმრთელობის უკეთესი დაზღვევა აქვთ
პანდემიამ სამუშაო სივრცეში უამრავი ცვლილება გამოიწვია. სხვადასხვა ინდუსტრიებში დასაქმებულებმა დიდი ძალა მოიპოვეს და უკეთესი ჯანმრთელობის დაზღვევა მიიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები