LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ადგილები ცხოველებთან ერთად მოგზაურებისთვის

119
dog-friendly-destinations-in-europe

ცხოველების მეპატრონეებისთვის შვებულების დაგეგმვა შესაძლოა ძალიან სტრესული იყოს. ბევრს სახლში ცხოველის დამტოვებელიც არ ჰყავს, თან წაყვანა კი მთელ რიგ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. “ცხოველებ-მეგობრული” აპარტამენტების, რესტორნების თუ გასართობი სივრცეების მოძებნა ადვილი როდია.

სწორი დანიშნულების არჩევა თქვენც და თქვენს ცხოველსაც არნახულ სიმშვიდეს მოგიტანთ და დროებით მეორე სახლსაც გაპოვნინებთ. ოჯახურ დასვენებას გეგმავთ, საგაზაფხულო უქმეების გატარებას თუ უბრალოდ ახალი ადგილის აღმოჩენას, ეს ქალაქები ცხოველებთან ერთად საუკეთესო დროის გატარების გარანტიას იძლევიან.

ტრანსილვანია
რუმინეთი, კერძოდ კი ტრანსილვანია ძაღლების მოყვარულთათვის საუკეთესო დანიშნულებაა. თუკი თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად უძველესი სასახლეების, ისტორიული ქალაქების და შთამბეჭდავი ხედების მონახულება გსურთ, ბევრი არ იფიქროთ.

დალმაცია
ხორვატიის ულამაზესი რეგიონი დალმაცია ერთ-ერთი ყველაზე “ცხოველებ-მეგობრული” დანიშნულებაა.
შესაბამისად, ამა თუ იმ აქტივობის დაჯავშნა ძალიან თამამად შეგიძლიათ, რადგან თქვენს ძაღლთან ერთად ყველგან დიდი სიხარულით დაგხვდებიან.

ვენეცია
ვენეცია არამხოლოდ შეყვარებულთა ქალაქი, არამედ ძაღლების მოყვარულთა ქალაქიცაა. იტალიურ დანიშნულებაში 500-ზე მეტი აპარტამენტია, სადაც თქვენს ოთხფეხა მეგობართან ერთად გიმასპინძლებენ.

ვალონია
ბელგიაში, ქალაქ ვალონიის მკვიდრნი ძალიან მეგობრული ადამიანები არიან და თავისი რეგიონიც ძალიან უყვართ. ვალონიაში ძაღლებთან ერთად დასვენებას 1300-ზე მეტი სასტუმრო გთავაზობთ.
ამასთან, სასტუმროების დიდი ნაწილი საკმაოდ ბიუჯეტურია, რაც ასევე დიდი პლუსია.

პარიზი
პარიზი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო დანიშნულებაა, სადაც 1000-ზე მეტი ცხოველებზე მორგებული სასტუმრო თუ აპარტამენტია.
ქალაქში ასევე მრავლადაა ულამაზესი პარკები, სადაც თქვენს ცხოველთან ერთად მშვენიერ დროს გაატარებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები