LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვთან გასული დღის მოვლენების განხილვა მეტყველების უნარს ყველა უკეთ ავითარებს

121
tw-11


იმისათვის, რომ 3-5 წლის ასაკის ბავშვს მეტყველების უნარი უკეთ განუვითაროთ, მასთან გასული დღის მოვლენები უნდა განიხილოთ. მაგალითად, საბავშვო მოედანზე თამაში თუ უახლოეს პარკში გასეირნება. ეს მეთოდი ძალიან კომფორტულია იმ მშობლებისთვისაც, ვინც დღის ბოლოს ძალიან დაღლილია იმისთვის, რომ შვილთან ერთად წიგნი იკითხოს და თან ეს მთელი ყურადღებითა და მონდომებით აკეთოს.

ასეთ დასკვნამდე დანიელი მეცნიერები ამერიკელ კოლეგებთან ერთად მუშაობის დროს მივიდნენ.

მეცნიერებმა ექსპერიმენტის ფარგლებში ჩაიწერეს მშობლებისა და ბავშვების საუბრები ნახატებიანი წიგნის კითხვის, LEGO-ს კონსტრუქტორით თამაშის და გასული დღის მოვლენების განხილვის დროს. ექსპერიმენტის დასრულებისთანავე მკვლევრებმა ჩაატარეს ტესტი, რათა ბავშვის სიტყვების მარაგი შეეფასებინათ.

გასული დღის ემოციების განხილვა გრამატიკულად ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე თამაშის და კითხვის დროს საუბარი. ამის გამო მცირეწლოვანი სულ უფრო და უფრო ითვისებს გავრცელებულ წინადადებებს.

სიტყვების მარაგის განვითარებისთვის განვლილ დღეზე საუბარი ისეთივე ეფექტური იყო, როგორც წიგნი. ორივე შემთხვევაში მშობლები ისეთ კითხვებს სვამდნენ, როგორიცაა: „რა?“, „ვინ?“, „სად?“, რაც პატარას მომხდარის გახსენებაში ეხმარებოდა, ასევე „რატომ?“ და „როგორ?“, რაც აზროვნების უნარს ავითარებს.

როგორც კვლევის ავტორები ამტკიცებენ, მოვლენების ცოცხლად განხილვა ბევრად უფრო ბუნებრივი და უნივერსალური მეთოდია, ვიდრე კითხვა ან თამაში. სწორედ ამიტომ, ადრეულ ასაკში განვითარებისთვის მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები