ბრაზილიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები მარია გომეს დოს რეისი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან ადამიანად აღიარონ. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mirror ავრცელებს.

მარია ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ცუდად გახდომისას მასთან ექიმები გამოიძახეს. მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ დაბადების მოწმობის მიხედვით, ქალბატონი 1900 წლის 16 ივნისს მოევლინა ქვეყანას და თუკი ეს დოკუმენტი სწორია, მისი ასაკი 121 წელია.

დოს რეისი საწოლადაა ჩავარდნილი და დღემდე მშობლიურ სოფელში ცხოვრობს. სამწუხაროდ, მისი შვილები გარდაიცვალნენ და ქალს ამჟამად შვილიშვილი, სელია უვლის. მარიას 12 შვილთაშვილი, 6 შვილთაშვილის შვილი ჰყავს და ოჯახს იმედი აქვს, რომ ქალი პირველ შვილთაშვილის შვილიშვილსაც მოესწრება.

ამასობაში კი გინესის რეკორდების წიგნში უხუცესი ადამიანის წოდება 118 წლის ფრანგ ლუსილ რენდონს აქვს, რეკორდსმენი 1904 წლის 11 თებერვალსაა დაბადებული.

კატეგორიები: ამბები

მსგავსი თემები