LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი სიტია: ვინ მოხვდა სამეულში

93
69445813-10162789211650455-3339725569611792384-o

ფეხბურთის გულშემატკივრებმა უკვე დაიწყეს ტოპ ჩემპიონატებით სიამოვნების მიღება, მალე კი მთავარი ევროტურნირი დაიწყება.
მონაკოში ჯგუფური ეტაპის წილისყრა შედგა და ქომაგები მაგარი მატჩების მოლოდინში, ფსონების მოყვარულები კი იღბლიანი პროგნოზის მოლოდინში არიან.

მანჩესტერ სიტი – ტურნირის ფავორიტია


„სიტი“ – მანქანაა. პრემიერლიგა და სხვა ინგლისური ტიტულები დაპყრობილია და ოცნება ჩემპიონთა ლიგაა.
ამ გუნდის ბუქმეკერებსაც სჯერათ. ისინი „სიტის“ მოგებაზე 4.4 კოეფიციენტს ჩამოვიდნენ.

 

ბარსელონას ისევ უნდა ჩემპიონთა თასის აღება


„ბარსა“ – როდის იყო ბოლოს ეს გუნდი ტოპ ფავორიტებში რომ არ მოიხსენიეს? სანამ მესია, მანამ ასეც იქნება. მით უმეტეს, ცოტა გაეწელათ კატალონიელებს ჩემპიონთა თასის ერთხელაც მოგება. სანამ ნეიმარის ამბავი გაირკვევა, კოეფიციენტი მანამდე შედგა და 6.1 შეადგინა.

კლოპი მაგარია: ლივერპული ზედიზედ მეორედ მოიგებს


შარშანდელი ჯადოსნური გამარჯვების შემდეგ ეყოფათ მერსისაიდელებს ხელახალი დაპყრობისთვის ძალა და მოტივაცია თუ ინგლისურ ტიტულზე გადაერთვებიან? ბუქმეკერები ბოლომდე დარწმუნებული არ არიან და 7.3 კოეფიციენტს ჩამოდიან.

 

კიდევ ვისზე შეიძლება დადება
გასულ სეზონში არც „ლივერპული“ ყოფილა მთავარი ფავორიტი, მაგრამ ტროფეი მოიგო. აბა ვნახოთ ამჯერად ვის ვერ აფასებენ ბუქმეკერები:

იუვენტუსი – 9.00
რეალი – 9.00
პსჟ – 12.00
ბაიერნი – 13.00

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები